logo_geo
eng_logo
ნინო დარასელი: მამუკა ბახტაძეს არასდროს უმუშავია „ცენტრ პოინტში“ ბინათმშენებლობის კუთხით!
- +

12 ივლისი. 2018. 23:29

 

 

მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხვალიდან დაიწყება. შაბათს კი რიგგარეშე სესიამ მამუკა ბახტაძის მცირე მთავრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებისგან სერიოზულ კითხვებს არ ელოდება. ისინი ფიქრობენ, რომ პროცესები განმეორდება და ოპოზიცია ისევ იკითხავს, რა კავშირი აქვს პრემიერს „ცენტრ პოინტთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან.

 

სწორედ ამით დაინტერესდნენ ოპოზიციური პარტიები რამდენიმე კვირის წინ, როცა მამუკა ბახტაძე პარლამენტში დროებითი მთავრობით წარდგა.

 

ამ კითხვებს „ქრონიკასთან“ პასუხი თავად „ცენტრ პოინტის“ და ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა გასცეს.

 

„ცენტრ პოინტის“ თემით აპელირება მიუღებელია კომპანიის დამფუძნებლებისთვის. ნინო დარასელი, რომლის ოჯახის კუთვნილებაცაა „ცენტრ პოინტი“, ამბობს, რომ ბიზნესპროექტში მამუკა ბახტაძე წლების წინ ამერიკული მხარის მოთხოვნით ჩაერთო.

 

„მამუკა ბახტაძეს არასდროს უმუშავია „ცენტრ პოინტში“ დეველოპერული ანუ ბინათმშენებლობის კუთხით. ის იყო საკმაოდ დიდ საქმეში ჩართული, რომელიც დღემდე ძალიან წარმატებით მუშაობს. საუბარია, საკმაოდ დიდ ინვესტიციაზე, ეს არის პირველად საქართველოში პირველად

 რეგიონალური სასტუმროების პროექტი. მამუკა ბახტაძის ამ დიდ პროექტში ჩართვა მოხდა ამერიკული მხარის თხოვნით“, - განაცხადა დარასელმა.

 

ფინანსური გამჭირვალობა სწორედ ამ პრიორიტეტის გამო აირჩია ამერიკულმა მხარემ ბახტაძესთან თანამშრომლობა. საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდს წესდების მიხედვით არ შეეძლო თანამშრომლობა სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესთან, ამიტომ გადაწყდა ახალ კომპანიაში ინვესტირება, რომელსაც ბახტაძე უხელმძღვანელებდა და ის მხოლოდ სასტუმროების ქსელზე იმუშავებდა. რეგიონული განვითარების ფონდმა საერთო ჯამში, საქართველოში 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. აშენდა 5 სასტუმრო - ბათუმში, სიღნაღში, თელავსა და ქუთაისში. სასტუმრო „ქურთაში“ რუსული ინტერვენციის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. ამ ფონდს უკავშირდება ასევე 2 ჰესის მშენებლობა საქართველოში.

 

 „როცა მამუკა ჩვენთან მოვიდა, მოვიდა რეგიონალური ჯაჭვის განვითარების იდეით. განსაკუთრებით გაგვახარა იმან, რომ მენეჯმენტიც ჩვენნაირად, რომ ფიქრობდა. მენეჯმენტი ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ განვითარების ასპექტზე, არამედ ასევე ყურადღება გამახვილებული ჰქონდა კომერციულ მხარეზე და ფინანსურ გამჭირვალობაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ერთად შევქმენით 5 სასტუმრო. ამის შემდეგ კი თანამშრომლობის გამოცდილებით მასთან ერთად კიდევ ორ პროექტში ჩავდეთ ინვესტიცია. ერთ-ერთი იყო ჰიდროელექტროსადგური რაჭის რეგიონში.  მეორე ასევე იყო ჰიდროელექტროსადგური, გაცილებით მაშტაბური მდინარე ალაზანზე. ორივე მნიშვნელოვანი პროექტი მასთან წარმატებულ თანამშრომლობას ემყარება“, - განაცხადა „საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა არმან ფომიჩევსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner