logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: მთავარი პროკურორის კანდიდატად წარმადგინეს, მაგრამ შეჩერება თავად ვითხოვე...
- +

13 ივლისი. 2018. 02:51

 

 

„საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას საქართველოს მთავრობა ვერ შემომთავაზებდა. იქ ისეთი პროცედურებია. საპროკურორო საბჭოში წარადგენენ ან არასამთავრობო ორგანიზაციები, ან აკადემიური, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები“ , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა გადაცემა „რეაქციაში’ განაცხადა.

 

„ჩემზე იყო რამდენიმე წარდგენა გაკეთებული. სიმართლე გითხრათ, მე თავად დავუკავშირდი საპროკურორო საბჭოს და ვთხოვე ჩემი კანდიდატურის შეჩერება. იმიტომ რომ, ვფიქრობ კონცეპტუალური პროგრამაა ჩასატარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკაში. ვფიქრობ, ბატონი შალვაც იუსტიციის სამინისტროც ჩაერთვება. ჩემი როგორც ერთი რიგითი იურისტის აზრია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში რაღაც ნორმები რადიკალურად შესაცვლელია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ეფექტური საგამოძიებო სისტემა", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner