დავით ზურაბიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელი და როგორც ძველი დისიდენტები ამტკიცებენ საბჭოთა კგბ-ს სტაჟიანი თანამშრომელია, - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს.
მისი თქმით, იმისთვის რომ ყველა მოღალატისა და აგენტის მხილება მოხდეს, საჭიროა ლუსტრაციის კანონის მიღება.
„დავით ზურაბიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელი და როგორც ძველი დისიდენტები ამტკიცებენ საბჭოთა კგბ-ს სტაჟიანი თანამშრომელია. დისიდენტურ წრეებში "ინაურის ბიჭებად" მონათლული ბერძენიშვილების უახლოესი თანამებრძოლი და ასევე "ინაურის ბიჭი". მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი მაინც კარგად მახსოვს თუ როგორ ერიდებოდნენ ზვიადი და მერაბი ბერძენიშვილებთან თუ სხვა რესპებთან ურთიერთობას, მათ რუსეთის აგენტებად, დამბეზღებლებად და ყოფილ "ნასედკებად" თვლიდნენ, რომლებსაც დისიდენტ პატიმრებთან უშვებდნენ საკანში რათა გამოეტეხათ და ინფორმაცია გამოეტანათ, სწორედ მათგან გავიგე პირველად ზედმეტსახელი "ინაურის ბიჭები". აბსოლიტურად ყველა დარწმუნებული იყო, რომ რესპუბლიკელები საქართველოს საბჭოთა კგბ-ს შეფმა ალექსი ინაურმა შექმნა, რათა როგორც ე.წ.ნასედკები დაპირისპირებოდნენ ჭეშმარიტ დისიდენტურ მოძრაობას. ყოველივეზე არაერთხელ გამოქვეყნებული ამ ვითომ დისიდენტების კგბ-ში მიცემული ხელწერილები, მონანიებები და დაბეზღების ჩვენებები მეტყველებს. ასევე თვალნათელია, რომ სწორედ საბჭოთა კგბ-ს დავალებით მიიღეს მონაწილეობა 1992 წლის სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში, რომლის შედეგადაც საბჭოთა იმპერიამ მოახერხა კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. საგულისხმოა რესპუბლიკელების ლიდერის და პარლამენტის თავმჯდომარის კავშირებიც, ეს საერთოდ უნიკალური მოვლენაა, ცნობილ "მედასავლეთედ" შერაცხული უსუფაშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში, ხოლო მანამდე აქტიური კომკავშირელი გახლდათ, რომელიც საბჭოთა იმპერიასთან მებრძოლი სტუდენტებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობდა, არც საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობას თაკილობდა. საბჭოთ უშიშროებისა და დაზვერვის თანამშრომლები აქტიურად ცდილობენ მედასავლეთის მანტიას ამოეფარონ და ყველა ის ვინც მათ ბინძურ საქმიანობას ეწინააღმდეგება რუსეთის მხარდამჭერებად შერაცხონ. ყოველივე მეტად მზაკვრული და ბინძური ხერხია, რათა დაფარო რეალური სახე, ხოლო მოწინააღმდეგეს დააბრალო რაც თავად ხარ. სწორედ ამიტომაა აუცილებელი და საჭირო ლუსტრაციის კანონის მიღება, რომლის შემდეგაც მოხდება ყველა მოღალატისა და აგენტის დოკუმენტურად მხილება და პოლიტიკაში წითელი ბარათის ჩვენება!!!!!!" - წერს ბრეგაძე.