logo_geo
eng_logo
„ზესხოს ტყეში რამდენიმე კერა რჩება, თუმცა ღია ცეცხლი არ არის და დაკვამლიანება შეინიშნება“
- +

13 ივლისი. 2018. 12:36

 

 

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მთის ფერდობზე კვლავ რჩება რამდენიმე კერა, თუმცა ღია ცეცხლი არ არის და დაკვამლიანება შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები მონაწილეობენ.

 

„ამ დროისთვის არის მხოლოდ 4 კერა, თუმცა ეს არ არის იმ ტიპის კერა, რომ გაიზარდოს ცეცხლის მასშტაბი. ახლა წვიმს და ამინდის შესაბამისად ცეცხლის ჩაქრობის პროცესებში ჩართვება ვერტმფრენიც“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა, ზესხოს ტყეში ცეცხლის ლიკვიდაცია სავარაუდოდ მალე მოხერხდება.

 

„შესულია ჯგუფი, რომლებიც მცირე კერებს ამუშავებს. ამ ეტაპზე წვიმს. მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება ცეცხლის ლიკვიდაცია. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია მხოლოდ ცოცხალი ძალა და იმ შემთხვევაში, თუ გამოიდარებს და ვერტმფრენის ჩართვა გახდება საჭირო, ჩაერთვება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 3 დღის წინ გაჩნდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner