logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში $574 მლნ ღირებულების 8 პროექტს ინვესტორებს სთავაზობს
- +

8 მაისი. 2016. 04:14


 

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი რვა მასშტაბურ პროექტზე აცხადებს.



როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.



„თაბორის პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გამცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იგივე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი, ამასთან მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.




ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ (2) მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.



8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებულ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.



განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.



წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.


შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხოციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი", - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.



პროექტების ჩამონათვალი:



1.სასტუმრო შეკვეთილიინვესტიციის მოცულობა 75 მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2016 წელს


2. I სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზეინვესტიციის მოცულობა 9 მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2017 წელს


3. II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზეინვესტიციის მოცულობა $40 მლნპროექტი დასრულდება 2019 წელს


4.სასტუმრო თავისუფლების მოედანიინვესტიციის მოცულობა 90 მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2018 წელს


5.თაბორის პროექტიინვესტიციის მოცულობა 40მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2018 წელს


6.სასტუმრო განმუხურიინვესტიციის მოცულობა 40 მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2018 წელს


7.საამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლიაინვესტიციის მოცულობა 80 მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2019 წელს8.სასტუმრო სოლოლაკიინვესტიციის მოცულობა 200 მლნ დოლარიპროექტი დასრულდება 2019 წელს 














 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner