ვიდეომ გვიან ღამით, მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა. პრეზიდენტი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე გამოვიდა სიტყვით: "მე კიდევ ორიოდ სიტყვა დამრჩა სათქმელი, ობამა მიდის". ობამამ მიკროფონი ძირს დააგდო, რაც რეპერების ენაზე ნიშნავს, რომ სათქმელი მეტი არაფერი დარჩა.
30 აპრილს პრეზიდენტი ობამა და ლარი ვილმორი, კომიკოსი და პოპულარული შოუს წამყვანი თეთრ სახლში ტრადიციულ თეთრი სახლის კორესპონდენტების ყოველწლიურ ვახშამზე იმყოფებოდნენ, რომელიც ობამას პრეზიდენტობისას ბოლოა. ობამა, ისევე როგორც ყოველ წელს, ამ ვახშამზეც ხუმრობდა.
ვახშამი ლარი ვილმორს მიყავდა. მანამდე კი ვილმორმა და სხვა ცნობილმა სახეებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ობამას ხუმრობების საგანი რესპუბლიკელების ლიდერი კანდიდატი, დონალდ ტრამპი იქნებოდა.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი ითვალისწინებს წითელ ხალიჩას სტუმრების მოსვლისას, ინტერვიუებს ღონისძიების მომზადებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტის ხუმრობებს.