ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და მოქმედი საგადასახადო რეჟიმები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშირისო ბიზნესის წარმოებისათვის. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვხდებით ლოგისტიკური ჰაბი. გვინდა რომ ფინანსური ჰაბიც გავხდეთ. ონლაინ რეჟმში უნდა შეეძლოთ დასავლურ კომპანიებს, გახსნან საბანკო ანგარიში საქართველოში და სრულფასოვანი ოპერაციები გააკეთონ ისე, რომ საქართველოში არც ჩამოვიდნენ
როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალშიც. შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის დააფუძნონ რეგიონალური ოფისები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.