logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მომავალი თაობა დატკბება იმ შედეგით, რასაც ეს პროექტი მოიტანს
- +

8 მაისი. 2016. 10:25


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიროტირიის აუქციონზე გაყიდვის თემასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.


 

 

ჩვენი მომავალი თაობა სულ მცირე, დატკბება იმ შედეგით, რასაც ეს პროექტი მოიტანს. უბრალოდ, ბევრი რატომღაც შეჩვეულია, რომ სიკეთეს უნდა ებრძოლოს. ვისაც ბიძინა ივანიშვილზე უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს. ძალიან სერიოზული ინვესტიციები აქვს ჩადებული ბოტანიკური ბაღის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში და ეს ასე გაგრძელდება", - განაცხადა სესიაშვილმა. 




ცნობისთვის, ოქროყანაში, 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი "საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner