„ვაშინგტონ უიზარდსმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება გააფორმა ვეტერან ცენტრთან, დუაიტ ჰოვარდთან. აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ორწლიან და 11-მილიონიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს.
„მთელი კარიერის განმავლობაში, დუაიტი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, უძლიერესია მოხსნებში და შეუდარებელი – სამწამიანში. სწორედ ამ კომპონენტებში უნდა მოვუმატოთ მომავალ სეზონში. მისი ძალა და ათლეტიზმი შეცვლის ჩვენს თამაშს და დაგვეხმარება მოედნის ორივე მხარეს”, – განაცხადა „ვაშინგტონის” პრეზიდენტმა ერნი გრიუნფელდმა.
გასული სეზონი ჰოვარდმა „შარლოტში” გაატარა, სადაც საშუალოდ 16.6 ქულას, 12.5 მოხსნასა და 1.6 დაფარებას აგროვებდა.
ჰოვარდი სამჯერ იყო დასახელებული სეზონის საუკეთესო დამცველად.