logo_geo
eng_logo
მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა
- +

14 ივლისი. 2018. 12:07

 

 

თეატრისა და კინოს მსახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

 

სოსო ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. 1959 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია.

 

აღსანიშნავია მისი როლები: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“);

მისი კინოროლები მცირე ეპიზოდურიდან მალევე გადაიზარდა მნიშვნელოვან ნამუშევრებად. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კინოროლია გაბრიელი ფილმში „ლონდრე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner