logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს
- +

14 ივლისი. 2018. 13:05

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამინისტროების ფორმატში ქართულ სპორტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება.

 

„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების, დარბაზების და სპორტის სასახლეების ასაშენებლად და მასობრივი სპორტული ობიექტების მოსაწყობად გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები; სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით განვითარდება სპორტული ტურიზმი; დაინერგება სპორტსმენთა უფლებების დაცვისა და მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის მოდელი; განვითარდება ასევე პარა-სპორტი. გაძლიერდება მუშაობა ქვეყანაში საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ 2030 წელს საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ღირსეულად უმასპინძლოს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner