logo_geo
eng_logo
რაჭაში რიონი ადიდდა - მოსახლეობა სტიქიის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს
- +

14 ივლისი. 2018. 15:29

 

 

რაჭაში, სოფელ ღებში წყალდიდობაა. მდინარე რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა.

 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის თქმით, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 60-მდე ოჯახი.

 

გუბერნატორის თქმით, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადიდებულია მდინარე ლუხუნიც და გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე ოჯახში წყალი შევარდა.

 

მოქალაქეები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner