logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბრავო, თეა! შენ კი, ვავა, ოთოია კახიძე!!!
- +

14 ივლისი. 2018. 17:35

 

 

აქ, ინეტში, სადღაც ამოვიკითხე, რომ ესენი (მოკრეტინ-მოკახიძეო ელემენტები ჰყავდა ავტორს მხედველობაში) იმდენს იზამენო, რომ თეა წულუკიანის პერსონას მაგრად შეაყვარებენო ხალხს...

 

ასეთი მაგარი, ზუსტი პროგნოზი კარგა ხანია არ შემხვედრია. ჭეშმარიტებას ბრძანებს ავტორი.

 

გავიხსენებ: ერთხელ, მორიგი უტიფრობის წამოროშვის შემდეგ, შეკითხვით მივმართე ვანო მერაბიშვილის ნაცად და შეუცვლელ ადვოკატს, იმჟამად უკვე ე.წ. დეპუტატ ო. კახიძეს: „ოთოია, შენ დედა თუ გყავს?!“

 

ვადასტურებ რა ამ შეკითხვას ხელმეორედ, ვამატებ: „ოთოია, შე უტვინო, არც მასწავლებლები გყავდა?!“

 

ეს შეკითხვა დამებადა მას შემდეგ, რაც ვნახე და მოვუსმინე წულუკიან-კახიძის „შერკინებას“ პარლამენტში გამართული დებატებისას.

 

განსაკუთრებით ვიხალისე, ადეიშვილის მიერ 2011 წელს გამოცემული ბრძანების ავტორობას რომ ედავებოდა ადეიშვილისვე მოადგილე ოთოია კახიძე, თუ იცით, ვის?.. ვის და, 2012 წლის ბოლოს დანიშნულ მინისტრ წულუკიანს. აი, სწორედ ეს არის არაკომპეტენტურობის, თავხედობის და უტიფრობის კლასიკური ნიმუში.

 

...ფრენბურთში არის ტერმინი - „სატოპკე“... მოთამაშე „სატოპკე“ (ანუ უძლიერეს) დარტყმისთვის აუგდებს ბურთს ამ „საქმის“ გამორჩეულ თანაგუნდელს და ისიც, ოსტატურად „ჩარტყმის“ შემდეგ გუნდი მომგებიან ქულას მოუტანს, თავად კი მაყურებლის ტაშს იმსახურებს.

 

აი, ოთოია უბედურმა თავისი შეკითხვით ისეთი მაგარი „სატოპკე“ აუწია ამ ჩია, სუსტ, წყნარად მოსაუბრე, აუღელვებელ და პოლემიკური ნიჭით ერთობ დაჯილდოებულ ქალბატონს, რომ... თეა წულუკიანის მსგავსად, ეს ტანით ჩია, მაგრამ ამბიციებით თუ ტონალობით მეტისმეტად მოდღლეზილი, წვერ-ულვაშით დამშვენებული, მაგრამ ჭკუა-გონების სიმწირით აშკარად გამორჩეული, მოყბედ-მოდეპუტატო ტიპი, თუ წესია, „ნოკდაუნდში“ უნდა ჩავარდნილიყო.

 

კიდევ კარგი, გურული ფირალივით, ისევ(!!!) არ ჰქონდა ქამარში გაჩრილი პისტოლეტი (თუნდაც კინოფილმ „დარიკოს“ პერსონაჟი დიაცივით), თორემ... ნამდვილად თავმოყვარე ვაჟკაცი პირდაპირ დაახლიდა ტყვიას... საკუთარ თავს, რამეთუ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა საქვეყნოდ „გააბითურა“ ეს მამლაყინწა კლოუნი, რომლის ბაქიბუქობა უკვე ქვეყნის სამასხარაოდ არის გამხდარი.

 

მიდი, მიდი, შეუბერე, ოთოია!

შენ კი ტაში, კუკური!!!!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner