logo_geo
eng_logo
გია ბურჯანაძე: ალასანიას თვითონ როგორ ეძინა, 26 მაისს ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში?!
- +

8 მაისი. 2016. 11:49


„დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გია ბურჯანაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას ურჩევს, როდესაც ივანიშვილისა და ღარიბაშვილის „მშვიდად ძილზე" საუბრობს, საკუთარ თავს ჰკითხოს, თვითონ როგორ ეძინა მშვიდად, როდესაც წინა ხელისუფლების დროს „აქციებზე ხალხს ხოცავდნენ და ციხეებში უამრავი უკანონო პატიმარი იჯდა".



გია ბურჯანაძე არ ახსენდება შემთხვევა, ალასანიას, ან მისი გუნდის რომელიმე წევრს გასჩენოდა კითხვები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურის მიმართ, როდესაც 2010 წელს, პატიმრების წამების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობისას თავად გია ბურჯანაძე დააპატიმრეს.



ბიძინას და ირაკლის როგორ სძინავთო, ალასანია რომ ამბობს, თვითონ როგორ ეძინა, როდესაც ამდენი უკანონო პატიმარი იყო ქვეყანაში, 26 მაისს ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში. მაშინაც ხომ ვითომ ოპოზიციაში იყვნენ, როგორ ეძინათ? ჩემს სასამართლოზე უკითხავს, როგორ და რატომ მომისაჯეს? ჩემთან ერთად მაშინ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო ტაბატაძე დააპატიმრეს, რომელსაც 2011 წლის 26 მაისის აქციაზე თვალი ამოუღეს", - აცხადებს გია ბურჯანაძე.



ბურჯანაძე აცხადებს, რომ თავს არ მიიჩნევს ღარიბაშვილის მთავრობის დამცველად, მაგრამ ირაკლი ალასანიას სიტყვებმა „ყური მოსჭრა" და საპასუხო განცხადების გაკეთების სურვილი გაუჩნდა.



გია ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მიუკერძოებელ სასამართლოსა და დამოუკიდებელ გამოძიებას და იმედოვნებს, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სიმართლე გაირკვევა.



ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ალასანიას. მაგრამ, მიკვირს ირაკლის და მისი გუნდის, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ კითხვები არ უჩნდებოდათ?" -აცხადებს იგი.


„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე დღეს მისი ყოფილი უწყებიდან დაკავებულ ხუთ პირს ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე უწოდა და განაცხადა, რომ ძალიან უკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილსა და ღარიბაშვილს, როდესაც მერამდენე თვეა, თავდაცვის სამინისტროს სრულიად უდანაშაულო თანამშრომლები საპყრობილეში არიან.

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner