თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით FACEBOOK-ზე წერს:
„კეთდება საზოგადოებრივი სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასეთი საზოგადოებრივი სივრცის ნაკლებობა გვაქვს თბილისში და სამწუხაროდ, 25 წლის გამნავლობაში, ხელისუფლებამ თვითონ თავისი რესურსებით ვერ შეძლო და ვერ შექმნა ასეთი საზოგადოებრივი სივრცე.
ყველა უნდა მივესალმებოდეთ იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი, ვინც იქნებოდა ეს, ქმნის საზოგადოებრივ სივრცეს", - წერს დეპუტატი.