logo_geo
eng_logo
ონის მუნიციპალიტეტის მერი: წყლის დონის დაკლების შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება
- +

15 ივლისი. 2018. 00:25

 

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადებით, როგორც კი დაიკლებს მდინარე რიონში წყლის დონე, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.  მისივე თქმით, სანამ ხიდის რეაბილიტირება მოხდება დროებითი გზა გაკეთდება, რომელიც ხვალ დღის მეორე ნახევარში მზად იქნება.

 

„მოსახლეობის საკარმიდამო ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა, ასევე განადგურდა სახნავ სათესი სავარგულები. უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს ხვალიდან დაითვლის",- განაცხადა საბანაძემ.

 

რაჭაში დილიდან წყალდიდობაა. მდინარე რიონის ადიდების შედეგად წაღებულია ხიდები და დაზიანებულია სავალი გზა. გარემოს მოწყდა 60-მდე ოჯახი.

 

ძლიერი წვიმის გამო წესი-ურავის საავტომობილო გზის ნაწილზე ჩამოიშალა კლდის მასა რის გამოც ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

რაჭაში სტიქიამ მოსახლეობა რამდენიმე დღის წინაც დააზარალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner