logo_geo
eng_logo
შსს-მ სამეგრელოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
- +

15 ივლისი. 2018. 10:32

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა. ჯ. და 1981 წელს დაბადებული პ. ჯ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილს, მასში მყოფ 2 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია  დანაშაულის ჩადენის იარაღები.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს  სსკ-ს 179-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner