logo_geo
eng_logo
შსს-მ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი იძულების და გამოძალვის ფაქტები გახსნა
- +

15 ივლისი. 2018. 11:06

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ჯ.ც. და 1985 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბის მფლობელი ჯ.ც. და მისი თანამშრომელი ი.ჩ. კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი. ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა აიძულეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.დ.-ს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ძებნილი დააკავეს,  1986  წელს დაბადებული ა.ბ.

 

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავებულმა თანამზრახველ მ.ა.-სთან  ერთად ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მომხმარებლებს ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 4 800  თურქული ლირა გამოსძალა. სამართალდამცველებმა მ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, მიმალვაში მყოფ ა.ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ა.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner