ზუგდიდში დღეს ღვთისმშობლის სამოსლის დადების დღესასწაულს, ვლაქერნობას აღნიშნავენ.
დღესასწაულს პატრიარქის მოსაყდრე მეუფშე შიო მუჯირიც ესწრება. მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და საზეიმო წირვა-ლოცვას შეუერთდა.
ღვთისმშობლის კვართი დილის ცხრა საათიდან დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გამოაბრძანეს. ზუგდიდში მრევლი ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდანაა ჩასული.