საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარია.
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელ, დაახლოებით, 8 კილომეტრიანი გზასაც შეაკეთებს.