logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: არაფერი დაიმალება, მზად ვარ თანამშრომლობისთვის!
- +

23 თებერვალი. 2016. 20:35


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძეს მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებთან წვდომა ჰქონდა, ეხმიანება და  სპეკულაციას უწოდებს.



"არაფერი დაიმალება. რეალურად მე ვგავარ იმ ადამიანს და მეტყობა, რომ ვიმალები?! ყველა მასალა საბჭოს გადაწყვეტილებით პროკურატურას გადაეცემა და მეც მზად ვარ თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.


ჟურნალისტების შეკითხვაზე - დღევანდელი შეხვედრა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ საბჭოს წევრებმა გაიგონ ვისი მხარდაჭერა აქვთ მათ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაში, მურუსიძემ აღნიშნა, რომ ასე არ არის.


"მოსამართლეების მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის გამო ეს შეხვედრა არ იმართება. გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. ბუნებრივია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეხვდეს მოსამართლეებს და დაგეგმოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ეს შეხვედრა იმართება იმისათვის, რომ ის პრობლემები, რომელიც იყო საქალაქო სასამართლოში, არ გაგრძელდეს. ჩვენ გვინდა გავიგოთ მოსამართლეების პოზიციები. საბჭოსა და საქალაქო სასამართლოს შორის ყოველთვის იყო ინტენსიური თანამშრომლობა", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner