logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: მასშტაბური პროექტი არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ, თაბორის მთაზე ხორციელდება
- +

8 მაისი. 2016. 12:23


საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მასშტაბური პროექტი, რომლითაც ოპოზიცია სპეკულირებს არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ, თაბორის მთაზე ხორციელდება.


ნაცვლიშვილის თქმით, ბოტანიკურ ბაღთან პროექტის მიბმა პოლიტიზირების საფუძველზე მოხდა, რათა უფრო მეტი რეზონანსი შეეძინა.


დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. პროექტი თაბორის მთის ქედზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ბოტანიკურ ბაღთან ამ საკითხის მიბმა პოლიტიზირების საფუძველზე მოხდა, რათა უფრო მეტი რეზონანსი შეეძინა. საფრთხის შემცველი პროექტი კი არ არის, პირიქით, ეს ხელს შეუწყობს როგორც ბოტანიკური ბაღის განვითარებას, ისე იმ სივრცის განვითარებას, სადაც გზამ უნდა გაიაროს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, თბილისში სარეკრეაციო ზონების სიმწირეა და აღნიშნული პროექტი უფრო დიდ სივრცეზე იქნება და ბევრ დამსვენებელს და ტურისტს დაიტევს, ვიდრე კუს ტბა, მთაწმინდის პარკი და ლისის ტბა ერთად.


რაც მთავარია - საჯარო იქნება. ვიღაცები თესავენ აზრს, თითქოს, ეს იქნება ერთი ადამიანის საკუთრება. ტერიტორია შეიძლება იყოს რომელიმე კომპანიის საკუთრება, მაგრამ მოხვედრა, დასვნება და ა.შ. თავისუფალი იქნება. უამრავი აბსურდული ბრალდება ისმის. რადგან ეს ბოტანიკურ ბაღს ეხება, შეიძლებოდა, თავიდანვე უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო მიწოდებული საზოგადოებისთვის. შეიძლება ეს არაჯეროვნად მოხდა, მაგრამ ჩვენ თუ იმ შედეგით ვიმსჯელებთ, რაც დადგება, პირიქით, ეს ძალიან კარგი პროექტია ნებისმიერი თბილისელისთვის. ყველას შეუძლია ავიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, განუვითარებელი სივრცე მომავალში როგორ განვითარდება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner