logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: დონალდ ტრამპმა მირჩია, ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირს ვუჩივლო
- +

15 ივლისი. 2018. 15:58

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას ურჩია Brexit-ის საკითხზე ევროკავშირთან არა მოლაპარაკებები აწარმოოს, არამედ ევროკავშირს უჩივლოს.

 

„მან მითხრა, რომ მე ევროკავშირს სასამართლოში უნდა ვუჩივლო და არა მოლაპარაკებები ვაწარმოო მათთან“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ის ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner