დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას ურჩია Brexit-ის საკითხზე ევროკავშირთან არა მოლაპარაკებები აწარმოოს, არამედ ევროკავშირს უჩივლოს.
„მან მითხრა, რომ მე ევროკავშირს სასამართლოში უნდა ვუჩივლო და არა მოლაპარაკებები ვაწარმოო მათთან“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ის ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.