საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან, მდინარე ლიახვთან ახლოს კაცის ცხედარი იპოვეს. საქმეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
ჯერჯერობით უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზები და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.