ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. უბედური შემთხვევა ქაბულში, სამთავრობო შენობის წინ საღამოს საათებში მოხდა.
პოლიციის განმარტებით, აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულები სამთავრობო უწყების თანამშრომლები არიან, რომლებიც ოფისს ტოვებდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.