logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რუსეთთან შეხვედრა არ არის ცუდი, მაგრამ მაღალი მოლოდინით არ მივდივარ
- +

15 ივლისი. 2018. 19:42

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი არ აქვს.

 

„ჩემი აზრით შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგალითად კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კარგი აზრი იყო, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაც. ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, რუსეთთან შეხვედრა არ არის ცუდი, მაგრამ არ მივდივარ მაღალი მოლოდინით“, – განაცხადა ტრამპმა.

 

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვალ, ჰელსინკიში ხვდებიან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner