გუდიაშვილის ისტორიული მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი, 2 ახალი ნაგებობის აშენებას გეგმავს. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა, რომლებიც ისტორიულ უბანში გარემოსთან ადაპტირებულ სასტუმროსა და გალერეას ააშენებენ, განვითარების ფონდმა გამოავლინა.
გალერეა და საგამოფენო ცენტრი, რომელიც გუდიაშვილის მოედნის მემდებარედ, აბესაძის 23 ნომერში აშენდება, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, დავით ავალიშვილმა დააპროექტა.
„მოთხოვნაც იყო, რომ შემავსებელი დიზაინი უნდა გაკეთებულიყო, რომ პირველ პლანზე არ გამომხტარიყო დ არ დაეჩრდილა გვერდიტ მდგარი უფრო ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობები, ამიტომაც ჩვენ საკმაოდ თავშეკავებული პოზიცია გვქონდა", - განაცხადა დავით ავალიშვილმა.
გუდიაშვილის მიმდებარედ, ახალი შენობა-ნაგებობებისათვის კონკურსის გამოცხადება, რამდენიმე ისტორიული ობიექტის ნგრევამ გამოიწვია. ახალი გალერეა ისტორიულ ნაგებობებთან ადაპტირებული უნდა იყოს.
კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტი, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ, ახალი შენობა-ნაგებობების დაპროექტებისათვის კონკურესი თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა, წარმოდგენილი 22 პროექტიდან კი 2 სუკეთესო შეარჩია. პროექტი მიზნად დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს.
„ამ პროექტის მიზანი არის, ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და სხვა შესაძლებლობების გამოყენებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამიტომ, რომ თბილისის ეკონომიკის გამოსწორების ერთ-ერთი სერიოზული საშაუალება არის ტურიზმის ხელშეწყობა", - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.
„ტურისტული თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ტერიტორია. სწორედ საუკეთესო პროექტის განხორციელება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ ტერიტორიის მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესეც იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.