logo_geo
eng_logo
2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა
- +

16 ივლისი. 2018. 02:14

 

 

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა და „ოქროს ბურთი“ გადაეცა.

 

ბელგიელმა ადენ აზარმა და ფრანგმა ანტუან გრიზმანმა კი ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთები მიიღეს.

 

ტურნირის საუკეთესო ახალგაზარდა მოთამაშე 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა, საუკეთესო მეკარედ კი ბელგიელი ტიბო კურტუა დასახელდა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს ფრანგები და ხორვატები დაუპირისპირდნენ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საფრანგეთმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner