აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი აშშ-ის მტერია, რუსეთი „კონკრეტულ ასპექტებშია მტერი“, ჩინეთი კი „ეკონომიკური მტერია“, ამის შესახებ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია Twitter-ზე ავრცელებს.
„ვფიქრობ, ევროკავშირი არის ჩვენი მტერი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევიან ისინი ვაჭრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, გარკვეულ ასპექტში მტერია რუსეთიც, ეკონომიკის მხრივ კი ჩინეთია აშშ-ის მტერი.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდები არიან. არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კონკურენტუნარიანები არიან", - განმარტა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახდი დაწესდა, რომელიც 31 მაისს ამოქმედდა.
აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს ჩინეთმა, ევროკავშირმა, კანადამდა რუსეთმაც უპასუხა.
ტრამპი ევროპის ლიდერებს ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა კი ჰელსინკიში 16 ივლისს გაიმართება.