ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი ამ წუთებში ტყიბულში მიემგზავრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარის შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.