„ლოგიკურად თუ მივყვებით, მივალთ დასკვნამდე, რომ პროექტ „პანორამას" ავტორი ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, არც ეს 20 კაციანი აქციები გაიმართებოდა...", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის თანამშრომელი ლეკა მენაბდიშვილი წერს.
მის FACEBOOK-პოსტ უცველად გთავაზობთ:
„ინვესტორი თუ იქნებოდა ალისტრახო უკუღმართაშვილი, იმ შემთხვევაში ამ 20 ადამიანისთვის იქნებოდა მისაღები... აღარც პატრულის მანქანაზე „აბობღდებოდნენ" და აღარც იმას იტყოდნენ, „800 წლის კლდე იჭრებაო"... მინიმუმ თბილისის მოსახლეობის 5% მაინც უნდა მისულიყო აქციაზე...
აქედან დასკვნა, ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება, ამ ადამიანებისთვის არის მიუღებელი და გამაღიზიანებელი... უკაცრავად, მაგრამ არც ისტორიული ძეგლების აღდგენა, გადარჩენა, რესტავრაცია არ უნდა განეხორციელებინა?", - წერს მენაბდიშვილი.