logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან რაც გვაქვს, საბჭოთა გადმონაშთია
- +

16 ივლისი. 2018. 11:49

 

 

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, პროკურატურის სისტემის გამართვის მისეული ხედვა გააცნო. თადუმაძის აზრით იმისთვის, რომ საგამოძიებო უწყებამ საზოგადოებაში დიდი ნდობითა და პატივისცემით ისარგებლოს, პირველ რიგში აუცილებელია სამართლიანობა თავად უწყების შიგნით, კადრებთან ურთიერთობაში დამყარდეს. მისივე თქმით, პროკურატურის გამართულად მუშაობისთვის ასევე მნიშვნელოვანია

 

„დღეს გვაქვს პროკურატურა, რომელიც 27 წლის განმავლობაში არასოდეს სარგებლობდა ნდობის მაღალი ხარისხით. თუმცა, მას შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ მოიპოვოს საზოგადოების მაღალი ნდობა. ამისთვის მას სჭირდება ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან საკანონმდებლო მხარდაჭერა და მეორე მხრივ, უწყების ნდობის მოპოვების გარანტი არიან იქ დასაქმებული ადამიანები, იმ კვალიფიკაციის პირები, რომლებსაც შეუძლიათ მოიპოვონ საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხი. ნდობის მოპოვებისთვის პროკურატურა უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიან პროკურატურაში ვგულისხმობ შიდა ურთიერთობაში სამართლიან დამოკიდებულებას, მათ შორის წახალისებას, დაწინაურებისა და სხვა სახით. სამართლიან პროკურატურაში ვგულისხმობ სამართლიანობის აღდგენას სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინი დიდია და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

თადუმაძემ ასევე ისაუბრა, იმ საქმეების რაოდენობაზე, რაც პროკურატურაშია შესული და გამოძიების ტემპზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„არ არსებობს სახელმწიფო და ადამიანური რესურსი, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში 52 530 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი აზრით, ცოტა არასერიოზული ტემპია გამომდინარე იქიდან, რომ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე და თუ ამ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ ათას ოცდაათი წლის შემდეგ, რაც არასერიოზულია სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რომლის გამოწვევაც სამართლიანობის აღდგენაა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, ის რომ სამართლიანი პროკურატურა ჩამოყალიბდეს ვფიქრობ, 52 ათას 530 საქმესთან დაკავშირებთ უნდა იყოს სისტემური მიდგომა. სისტემურ მიდგომაში ვგულისხმობ საქმეების კლასიფიცირებას შესაძლებლობებისა და მოთხოვნების მიხედვით, როგორც ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ითხოვენ, მათი უდანაშაულობის აღიარებას. ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ამინისტიას მიებას, ასევე არის საქმეები, რომლებიც ჩამორთმეულ ქონებას ეხება. სამართლიანობის აღდგენა უზრუნველყოფს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ნდობის ხარისხის ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა.

 

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის თავდაჯერებული პროკურორი. პროკურორი თავის საქმიანობიდან გამომდინარე არაფერს არ ახორციელებს გარდა კანონით დაკისრებული მოვალეობისა და არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს გარდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, მას არაფერი აქვს დასამალი. თავდაჯერებულობის ნაწილში მიმაჩნია, რომ თუ სამართლიანი პროკურორია და ის გადაწყვეტილებებს აფუძნებს კანონს და მოპოვებულ მტკიცებულებებს, მეორე მხრივ, მას სჭირდება მხარდაჭერა და მთავარი პროკურორი ვინც არ უნდა გახდეს, ის მუდმივად უნდა იყოს ამ რეჟიმში.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ღია ინსტიტუტი. პროკურატურა არ არის უწყება, რომელიც იქნება სრულად ღია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა ვერ იქნება სრულად ღია, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე პროკურორი თავის გადაწყვეტილებებს აფუძნებს კანონს და მტკიცებულებებს, არაფერი დასამალი არ აქვს. შესაბამისად, ნებისმიერ საქმეზე, თუ ამის შესაძლებლობას კანონი აძლევს, ბუნებრივია, ის შეიძლება იყოს ღია და საზოგადოებისთვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან ნდობის გაზრდას“, - აღნიშნა საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner