საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი მოსაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა.
თადუმაძე მიიჩნევს, რომ ელექტრონული მონიტორინგის დანერგვა ოჯახურ ძალადობას მნიშვნელოვნად შეეწინააღმდეგება.
„ყოველწლიურად ქვეყნდება ოჯახური ძალადობის ძალიან დიდი მაჩვენებელი. თუ კანონმდებლობაში განვახორციელებთ შესაბამის ცვლილებებს, დამცავი ორდენის აღსრულების ეფექტური მექანიზმების სახით, რომელიც მსოფლიოში არსებობს ელექტრონული მონიტორინგის თვალსაზრისით და ამ მხრივ ჩემის აზრით, შესაცვლელი ინება კანონმდებლობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნა თადუმაძემ.