logo_geo
eng_logo
კოკა კობალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, რადგან...
- +

16 ივლისი. 2018. 12:58

 

 

პოლიციელების მიერ ნაცემი კოკა კობალაძე, მის საქმეზე შსს-ს რეაგირებით კმაყოფილია. როგორც კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება მაგალითი იქნება სხვებისთვის, რათა მსგავსი ქმედება არ ჩაიდინონ.

 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შს მინისტრს გიორგი გახარიას. ძალიან კარგია, რომ მან ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ჩემს სახლში მომხდარის გამო სამსახურიდან დაითხოვა ოთხი პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ჩემს ცემაში და ასევე რომელთა ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შსს გენინსპექციის უფროსს, რომელიც პირადად დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, პირადად მოვიდა ჩემთან სახლში, პირობა დამიდო, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებდა, დამნაშავეებს დასჯიდა და ეს პირობა მან შეასრულა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერის მაგალითზე, დანარჩენი პოლიციელები მსგავსს არაფერს ჩაიდენენ, რადგან მკაცრად დაისაჯნენ ის პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. მე არ მინდა ამ ადამიანების ციხეში გაშვება ჩემი მოტივით. არც ერთი არ მემეტება ციხისთვის, რადგან ციხეში ადამიანი დანაშაულს ვერ მოინანიებს", - განაცხადა კოკა კობალაძემ.

 

რაც შეეხება კობალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი არ გამორიცხავს, რომ მას მკურნალობა საზღვარგარეთ დასჭირდეს.

 

„ტვინის შერყევა მაქვს, დაზიანებები მაქვს გულ-მკერდის არეში და თვალი მაქვს პარალიზებული. შეიძლება საზღვარგარეთაც დამჭირდეს მკურნალობა“, - აღნიშნა კობალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner