logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თქვენი მატარებელი ჩავლილია, მაგრამ დაელოდეთ, იქნებ სიზმარში მაინც ჩამოიაროს!
- +

8 მაისი. 2016. 13:18


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი facebook-ზე გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით შემდეგ პოსტს აქვეყნებს:



აი, ეს არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ ფუტლიარებს" აქვთ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავებზე. ელისაშვილმა მიიღო პანჩური - 20 კაციც ვერ გამოიყვანა ივანიშვილის წინააღმდეგ. ახლა ირაკლი ალასანია მოუწოდებს საზოგადოებას, გამოდით და ერთად მოვიშოროთ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაო. არადა, ელისაშვილს უფრო ენდობა 20 კაცი, ვიდრე ალასანიას - როცა ხალხი მართლა იყო გამოსული ქუჩაში, 2011 წელს, მაშინ იხვეწებოდა, დაიშალეთ, აიღეთ საკნები, უხერხულია უცხოელების თვალშიო. გუშინ მისი პარტიის ერთი გალახული წევრი ამტკიცებდა, ჩვენ ვართ ყველაზე პატიოსანი და სუფთა ძალა, ამიტომაც მოვალთ უმრავლესობითო. თქვე ტარტაროზებო, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ თავისი ავტორიტეტი მოგაშველათ, მილიონებიც ჩაგიდოთ ჯიბეში, ისე გაგაგზავნათ სამეგრელოში და მაინც წააგეთ ყველა რაიონი, ახლა რა ავადმყოფური პრეტენზიები გიჩნდებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით?! აბა, მიდი, ირაკლი, გამოიყვანე ხალხი, უნდა დაგთვალოთ, დარწმუნებული ვარ, ელისაშვილი გაჯობებს!

ხალხს ესენი პოლიტიკოსები ჰგონია და სინამდვილეში მენახირეებიც არ არიან - საერთოდ ვერ გრძნობენ, რა დროს შეიძლება ხალხის გამოყვანა და რა დროს შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრი. მე მგონი, თქვენი მატარებელი უკვე ჩავლილია, მაგრამ თუ თვლით, რომ ასე არ არის, მაშინ დაელოდეთ, იქნებ სიზმარში მაინც ჩამოიაროს?!", - წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner