logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით
- +

16 ივლისი. 2018. 16:24

მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავარია სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება. ამის შესახებ შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის პოსტზე მისი არჩევის შემდეგ განუცხადა.

 

„რამდენიმე პრინციპული საკითხია გადასაჭრელი. ეს არის პირველ რიგში სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება, შემდეგი არის თავდაჯერებული პროკურორის, როგორც ინსტიტუტის შექმნა და ღია სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება კანონის იმ ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა გვაძლევს. იმდენად დამოუკიდებელი ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ჯერჯერობით, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

 

„კანონის თანახმად, არ არის არანაირი ვალდებულება მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც მუშაობდა საქართველოს პროკურატურა, იმ წესებით, რაც წესებიც არსებობს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს, რომელიც დაკავშირებული იქნება მენეჯმენტის გაძლიერების და იმ მიზნის მიღწევისკენ, რომელიც უკვე დავასახელე. იმისთვის, რომ პროკურატურა გახდეს სამართლიანი, თავდაჯერებული და ღია ინსტიტუტი, ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეგვიძლია ველოდოთ.

 

დღეს საქართველოს პროკურატურა მუშაობს 442 პროკურორით, რამდენადაც სტატისტიკა არსებობს ვფიქრობ, ეს არის საკმარისი რაოდენობა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner