logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: დადგა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიოს მტკივნეულ წერტილებზე
- +

16 ივლისი. 2018. 16:56

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დადგა დრო, ტრამპთან მსოფლიოში არსებული მრავალი მტკივნეული წერტილი განიხილოს.

 

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. წინა თვეებში ვისაუბრეთ ტელეფონით და რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. დადგა დრო, დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner