logo_geo
eng_logo
ბადრი კოჭლამაზაშვილი: კარგი იქნებოდა, თუ მამუკა ახვლედიანი არასამთავრობოებთან შეხვედრამდე საკუთარ პოზიციას კოლეგებს გააცნობდა
- +

23 თებერვალი. 2016. 20:38


მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით სასამართლოში მენეჯერული პრობლემები არსებობს.


როგორც მოსამართლემ განაცხადა,  განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გადატვირთულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეების დამატებასთან ერთად უნდა მოხდეს შენობის განსაზღვრა საქალაქო სასამართლოსი.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრის დროს რამდენიმე მოსამართლემ არსებულ ვითარებაზე საკუთარი შეფასებები გააკეთა.


"არ ვიცი, რას გულისხმობს სისტემური პრობლემები, მთავარია, რომ მოსამართლემ, სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner