მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით სასამართლოში მენეჯერული პრობლემები არსებობს.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გადატვირთულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეების დამატებასთან ერთად უნდა მოხდეს შენობის განსაზღვრა საქალაქო სასამართლოსი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრის დროს რამდენიმე მოსამართლემ არსებულ ვითარებაზე საკუთარი შეფასებები გააკეთა.
"არ ვიცი, რას გულისხმობს სისტემური პრობლემები, მთავარია, რომ მოსამართლემ, სასამართლომ და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.