logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

16 ივლისი. 2018. 21:26

 

 

16 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თბილისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრისას საუბარი სამომავლო თანამშრომლობის ფორმატსა და პრიორიტეტებს შეეხო. მიხეილ ბატიაშვილმა მზაობა გამოთქვა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თეატრის სფეროს წარმომადგენლებს,  ამ პროცესში, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, აუცილებელია, კულტურის სფეროს განვითარებისთვის, რეალისტური ამოცანების დასახვა და შეჯერებული, განვითარებაზე ორიენტირებული, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.

 

კულტურა, ისევე როგორც განათლება და სპორტი, ჩვენი პრიორიტეტია. მე ვარ აბსოლუტურად ღია თქვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ყოველთვის მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს და ერთიანად ჩამოვაყალიბებთ განვითარების ისეთ სტრატეგიას, რომელიც ამ სფეროს კიდევ უფრო ეფექტურს და შედეგებზე ორიენტირებულს გახდის“.

 

მიხეილ ბატიაშვილი შეხვედრაზე იმ პრობლემატურ საკითხებსაც გაეცნო, რომელიც თეატრის სფეროში არსებობს.  მინისტრის თქმით, თითოეულ პრობლემას სიღრმისეულად გაეცნობა და მათთან ერთად, პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებსშეიმუშავებს.

 

უახლოეს მომავალში, მიხეილ ბატიაშვილი, შეხვედრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებებულებების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავს.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner