დღეს, ორ საათზე, გარდაბნის სამმართველოში დაკითხვაზე დაბარებულია მწერალი კოტე კირვალიძე. ის მეუღლესთან ერთად გარდაბნის სამმართველოს პოლიციელებმა დააკავეს და შემდეგ, რუსთავის ნარკოლოგიურის საპირფარეშოში ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ვერ ჩააბარებდა მასალას, რა მიზეზითაც ის ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურ შემწომებაზე. როგორც მეუღლე ამტკიცებს, კირვალიძის ცემის ხმა ღია ფანჯრიდან ესმოდა მის მეუღლეს. კოტე კირვალიძემ გათავისუფლების შემდეგ დარეკა სასწრაფოში, რის შემდეგაც ის გადაყვანილ იქნა რუსთავის კლინიკაში, სავარაუდო ტვინის შერყევით. კოტე კირვალიძის შესაძლო ცემის ფაქტს რუსთავის პროკურატურა იძიებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სიმართლისათვის" დამფუძნებელი, მწერალი კოტე კირვალიძე მოუწოდებს საზოგადებას თანადგომისკენ, რათა არ დარჩეს ეს ფაქტი გამოუკვლევი და არ განხორციელდეს მასზე ისევ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა.