logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: პუტინი კარგი კონკურენტია!
- +

16 ივლისი. 2018. 22:19

 

 

„პუტინი კარგი კონკურენტია“ , - ამ სიტყვებით უპასუხა დონალდ ტრამპმა რუსი ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გასულ კვირას თეთრი სახლის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის გამონათქვამზე, რომელიც ამბობდა, რომ ვლადიმერ პუტინი მისი მეტოქეა. ამის შესახებ Global News-ი წერს.

 

„მას კონკურენტი ვუწოდე, სხვათა შორის, კარგი კონკურენტი. ვფიქრობ, რომ სიტყვა კონკურენტი კომპლიმენტია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა იყო.

 

2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს მანამდე პირისპირ ორჯერ შეხვდა: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner