logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთსა და აშშ-ს შორის მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირების ეპოქა წარსულს ჩაბარდა!
- +

16 ივლისი. 2018. 22:26

 

 

„ცივი ომი“ დიდი ხნის წინ დასრულდა, ორ ქვეყანას შორის მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირებების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, მსოფლიოში ვითარება კარდინალურად შეიცვალა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გულწრფელ და საქმიან ატმოსფეროში გაიმართა.

 

„შეხვედრაზე რუსულ-ამერიკული ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა, პერსპექტივები და საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხები განვიხილეთ. ყველასთვის აშკარაა, რომ ორმხრივი ურთიერთობები რთულ პერიოდს განიცდის, თუმცა ამ სირთულეებს, შექმნილ დაძაბულ ატმოსფეროს, ობიექტური მიზეზები არ აქვთ. „ცივი ომი“ დიდი ხნის წინ დასრულდა, ორ ქვეყანას შორის მწვავე იდეოლოგიური დაპირისპირების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, მსოფლიოში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დღეს რუსეთიც და აშშ-იც სრულიად განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ბალანსის, სტაბილურობის საშიში რღვევა, რეგიონული კრიზისები, ტერორიზმისა და საერთაშორისო დანაშაულის საფრთხეების გავრცელება, მსოფლიო ეკონომიკაში მზარდი პრობლემები, ეკოლოგიური და სხვა რისკები. ამ ყველაფერთან გამკლავება მხოლოდ ძალისხმევით გაერთიანებით არის შესაძლებელი. ვიმედოვნებ, რომ ამას გავაცნობიერებთ ამერიკელ პარტნიორებთანაც. დღევანდელმა მოლაპარაკებებმა ასახა ჩემი და ტრამპის ერთობლივი სურვილი ორმხრივ ურთიერთობებში ნეგატიური სიტუაციის გამოსწორების, მათი გაჯანსაღების პირველი ნაბიჯების დასახვის, მისაღები დონის ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესის ყველა საკითხში ძველი დონის თანამშრომლობის აღდგენის შესახებ. როგორც უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება მსოფლიო უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner