logo_geo
eng_logo
Pussy Riot-ის აქტივისტს, რომელიც ჩემპიონატის ფინალზე მოედანზე შევარდა, 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- +

16 ივლისი. 2018. 22:45

 

 

რუსი ფემინისტების პანკ-როკ ჯგუფის Pussy Riot-ის აქტივისტი ვერონიკა ნიკულშინა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, სტადიონზე შევარდა, 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

სასამართლომ ვერონიკა ნიკულშინა სპორტულ ღონისძიებებში ქცევის წესების შესახებ ადმინისტრაციული კანონის დარღვევაში ცნო დამნაშავედ. მას სასამართლომ ასევე აუკრძალა სპორტული ღონისძიებებზე სამი წლის განმავლობაში დასწრება.

 

დანარჩენი სამი აქტივისტის შესახებ სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, საფრანგეთი - ხორვატიის დაძაბული თამაშის დროს, სტადიონზე Pussy Riot-ის 4 აქტივისტი შევარდა. მალევე Pussy Riot-მა Facebook-ზე დაწერა, რომ ეს ადამიანები მათი მხარდამჭერები იყვნენ. მათი თქმით, ეს საპროტესტო აქციის "პოლიციელები ერთვებიან თამაშში" ფარგლებში გააკეთეს.

 

Pussy Riot-მა Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უკანონო დაპატიმრებების შეწყვეტა და ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის არსებობას მოითხოვეს.

 

15 ივლისს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner