საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები", კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.
16 მაისს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ ეთერ თათარაიძეს დაეთმობა. მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების" მონაწილე მწერლებს მასპინძლობს,, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.
ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, BILETEBI.GE - ზე შეუძლიათ.
მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.