ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
კორექტული შეკითხვა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს:
ბატონო ზვიად, ბატონი თადუმაძის პროკურორად გამწესების გამო თქვენ კმაყოფილებით წერთ, რომ
„ახლა უკვე მართლა მჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება და პროკურატურა რეალურად გახდება კანონიერების დამცველი ყველგან, ყველაფერში და რაც მთავარია ყველას მიმართ, გამონაკლისების გარეშე.“
გულწრფელად, ყოველგვარი ქვეტექსტებისა და ირონიის გარეშე გეკითხებით:
ეს განცხადება გახლავთ თუ არა იმის აღიარება, რომ:
- სამართლიანობის აღდგენის 6-წლიანი პროცესი ხასიათდება უაღრესად სერიოზული ნაკლოვანებებით;
- პროკურატურა აქამდე რეალურად არ გახლდათ კანონიერების დამცველი;
- ადგილი ქონდა შერჩევით სამართალს;
- მოსახლეობის აშკარა უკმაყოფილებას აქვს (თუ არა) რეალური საფუძველი;
- აქამდე ვინ უშლიდა ხელს პროკურატურას და პირადად მის ხელმძღვანელს შოთაძეს, აგრეთვე, მის წინამორბედებს - ბადაშვილს, "ბოტას-მცოდნე" ფარცხალაძეს, კბილაშვილს რომ დაჩქარებულიყო(!!!) სამართლიანობის აღდგენის პროცესი?!
ბატონო ზვიად, მთელი საქართველო "ბღაოდა" რომ სამართალი პურს არ ჭამდა... ეს გვესმოდა ყველას, ყველას, ყველას! დავიჯერო რომ თქვენამდე არ აღწევდა ეს ხმა?
ჰოდა მაინტერესებს, რატომ მისტირის "ქართული ოცნება", მისი ზოგიერთი ლიდერი და სახე ექსპროკურორ შოთაძეს, ე.წ. კომპეტენტურობას და პატიოსნებას იმ მაღალჩინოსნისას, ვისი სიბრიყვის შედეგი გახლდათ მრავალათასიანი მიტინგები პარლამენტის წინ, რასაც მოყვა მთავრობის გადადგომა თავის პრემიერ-მინისტრიანად და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლის სხდომების ტრანსლაცია აშკარა კონკურენციას უწევს ცნობილ სერიალს - 'ჩემი ცოლის დაქალებს".
გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას!