logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: შახტაში 1500 ადამიანი მუშაობს და 700 ადამიანს სამუშაოს მოთხოვნაზე განცხადება აქვს დაწერილი
- +

17 ივლისი. 2018. 03:01

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტყიბულში არის ფაქტობრივად დასაქმების ერთადერთი ადგილი. დღეს 1500 ადამიანი მუშაობს იქ და 700 ადამიანს სამუშაოს მოთხოვნაზე განცხადება აქვს დაწერილი“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა. 

 

„არცერთი სამუშაო არ ღირს ადამიანების სიცოცხლის ფასად. პარლამენტმა ძალიან სწორად დააყენა უფრო მკაცრი რეგულაციები, მაგრამ რატომღაც მოხდა არასწორი დათმობა.  ჩვენ დავსახეთ გეგმა, რომ უნდა ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად უსაფრთხოების პირობები, მაგრამ ასევე უნდა ვიზრუნოთ დასაქმებულთათვის ჯანდაცვის სექტორის გაფართოებაზე, დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტის უფრო სხვანაირი მოდელის შეთავაზება და გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მაღალი რისკის პროფესია აუცილებელია, საპენსიო ასაკის დაწევა" , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner