logo_geo
eng_logo
თამაზ დოლაბერიძე: საქართველოს პრემიერმა შრომით ურთიერთობებში ახალი სიტყვა თქვა
- +

17 ივლისი. 2018. 03:10

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შრომით ურთიერთობებში სრულიად ახალი სიტყვა თქვა“, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„ქვეყნის პირველი პირისგან მსგავსი დამოკიდებულება და ბიზნესის მიმართ მსგავსი ტიპის ხისტი განცხადება პირველად მოვისმინეთ, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მაგრამ გულწრფელად მინდა მჯეროდეს, ეს ყოფილ პრემიერზე ხელის შეწმენდის პროცედურა არ არის და სახეზე გვაქვს მთავრობის გულწრფელი ტრანსფორმაცია.

 

ჩვენ ზუსტად იმავეს ვითხოვდით, რომ შახტებზე მუშაობა დროებით შეჩერებულიყო, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით რისკებისა და საფრთხეების მონიტორინგი განხორციელებულიყო და მეშახტეებისთვის ხელფასი ბოლო თეთრამდე ყოფილიყო გადახდილი, იძულებით მოცდენის მთელ პერიოდზე“, – განაცხადა დოლაბერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner