„ეს დღესასწაული იმდენად დიდია - ეს კვირიაკე, რომ მას ბერძნულად ანტიპასხო -პასექის აღდგომის თანატოლი დღესასწაული ეწოდება. ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და საქართველოს" - საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
ამასთან, პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი დალოცა: ზუმბაძეები, ტყებუჩავები, ოხანაშვილები, ფიფიები, დალაქიშვილები, ქაცარიძეები, შვანგირაძეები და კეშელავები.
გარდა ამისა, როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ათასზე მეტი ბავშვი მოინათლება, ნათლობა 16.00 საათზე დაიწყება.